ლა ლიგა მოედანზე შეჭრილ მესის გულშემატკივარს მკაცრად დასჯის
მსოფლიოში მძვინვარე კორონავირუსის პანდემიის პირობებში ლა ლიგის 2019/20 წლების გათამაშება 12 ივნისს განახლდა. პაუზის შემდეგ “ბარსელონამ” პირველ მატჩში “მალიორკას” განადგურება შეძლო ანგარიშით 0:4.
მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე, ჯანმრთელობის დაცვისთვის საჭირო ყველა პირობის გათვალისწინებით მიმდინარეობდა.
თუმცა, ყოველივე ამან ხელი ვერ შეუშალა ერთ უცნაურ მოვლენას – მატჩის 54-ე წუთზე მოედანზე გულშემატკივარი შეიჭრა, რომელიც მესისთან მიახლოებას ცდილობდა. გულშემატკივარს მოედანი დაცვის თანამშრომლებმა დაატოვებინეს.
“ლა ლიგა კატეგორიულად გმობს მსგავს ქმედებებს. ეს კრიმინალური აქტია, რომლის წინააღმდეგაც შესაფერისი ზომებია მისაღები. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მომავალში მსგავსი ქმედებები მაქსიმალურად აღვკვეთოთ,” – ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.