ლა ლიგა: “რეალმა” “ატლეტიკს” 3 ქულა ხელიდან გამოგლიჯა (ვიდეო)
ესპანური ლა ლიგის მე-9 ტური მადრიდის “რეალისა” და ბილბაოს “ატლეტიკის” საკმაოდ დაძაბულმა დაპირისპირებამ დახურა, რომელიც მადრიდელთა გამარჯვებით, 2-1 დასრულდა.
აღნიშნულ მატჩში ანგარიში მადრიდელებმა გახსნეს – ისკოს გარღვევა კარიმ ბენზემამ დააგვირგვინა. ბასკებმა ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრეს, რამაც მადრიდელები აიძულა უფრო აგრესიულად ეთამაშათ. ბევრი საგოლე მომენტის მიუხედავად, “რეალმა” მეორე გოლის გატანა 83-ე წუთამდე ვერ მოახერხა. 83-ე წუთზე კი თავი ალვარო მორატამ გამოიჩინა და გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამ დროისთვის “რეალი” 21 ქულით პირველ ადგილს იკავებს ლა ლიგის სატურნირო ცხრილში, “ატლეტიკი” კი მეექვსეს.
მადრიდის “რეალი”: კეილორ ნავასი; კარვახალი, პეპე, რაფაელ ვარანი, მარსელო; კოვაჩიჩი, კროოსი, ისკო (ლუკას ვასკესი 65′); რონალდუ, ბენზემა (მორატა 75′), ბეილი.
მთავარი მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
ბილბოას “ატლეტიკი”: ირასიოსი; ლეკუე, ეჩეიტა, ლაპორტე, საბორიტი; სან ხოსე, რიკო; ინაკი უილიამსი, ერაზო, გარსია (იტურასპე 76′); საბინი (სუსაეტა 78′).
მთავარი მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე