ლა ლიგის ბიზნეს სკოლის სპორტის მარკეტინგის კურსზე რეგისტრაცია დაიწყო
18-29 იანვარს თბილისში ლა ლიგის ბიზნეს სკოლის მარკეტინგის სასერთიფიკატო კურსი გაიმართება. ლა ლიგის ბიზნეს სკოლის წარმომადგენლები და ადგილობრივი ექსპერტები კურსის განმავლობაში მსმენელს გაუზიარებენ ძირითად თეორიულ და პრაქტიკულ ინფორმაციას თანამედროვე სპორტის მარკეტინგის სფეროში.
სემინარებს გაუძღვებიან:
– ხოსე მოია გომესი – ლა ლიგის ბიზნეს სკოლის დირექტორი;
– ედუარდო ლეგენდრე – „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მარკეტინგის დირექტორი;
– ვასილ ლიპარტელიანი – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, სპორტის მენეჯმენტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი;
– ანატოლი კორეპანოვი – საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის მოწვეული კონსულტანტი, სპორტისა და ახალგაზრდობის კონსულტანტი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე;
– შოთა გოგიტაური – „სპორტ სოლუშენის“ დამფუძნებელი, საფეხბურთო სკოლა „ლოკომოტივი თბილისის“ გუნდისა და ღონისძიებების მენეჯერი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი სპორტის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე;
– თათია ბურდული – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბრენდის დირექტორი.
ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ ექსპერტები წაიკითხავენ შემდეგ მოდულებს:
– ახალი მარკეტინგის აღზევება;
– სპორტული მარკეტინგის ევოლუცია;
– „ლა ლიგა“ – გლობალური ბრენდის პოზიციონირება;
– “ლა ლიგა“ – სოციალური მედიის სტრატეგია, ბიზნესის, ბრენდის და გლობალიზაციის სტრატეგია.
ადგილობრივი ექსპერტები წაიკითხავენ შემდეგ მოდულებს:
– სტრატეგიული მართვა;
– სპორტული მარკეტინგი საქართველოს მაგალითზე;
– სპორტის მმართველობა საქართველოში.
კურსების განრიგი:
18, 19, 25 და 26 იანვარი, 19:00-23:00 საათი – ადგილობრივი ექსპერტები;
27, 28 და 29 იანვარს 10:00-დან 19:00 საათამდე – ლა ლიგის ბიზნეს სკოლის ექსპერტები.
კურსები საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტსა და სასტუმრო “ჰოლიდე ინში” ჩატარდება. პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, არასამთავრობო ორგანიზაცია „სპორტ სოლუშენისა“ და „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მეშვეობით.
კურსის ღირებულება შეადგენს 400 ევროს ქვივალენტს ლარში. სამინისტროს მიერ აღიარებული სპორტული ორგანიზაციებისა და სპორტული კლუბების წარმომადგენლებისათვის კურსის ღირებულებაა 350 ევრო. წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ ლა ლიგის ბიზნეს სკოლის 20%-იან ფასდაკლებას ბიზნეს სკოლის ეგიდით ესპანეთში გასამართ ნებისმიერ კურსზე.
კურსზე რეგისტრაციის მსურველები ეწვიეთ ამ ბმულს.