ლადო ახალაია მოლდოვის ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს
მოლდოვის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო ბორდინმა ივნისში გასამართი ამხანაგური მატჩებისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ჩვენთვის საინტერესო ის არის, რომ განაცხადში მოხვდა წარმოშობით ქართველი – 18 წლის ლადო ახალაია.
უმცროსი ლადო ახალაია მილანის “ინტერის” ახალგაზრდული გუნდის წევრია. ის თბილისის “დინამოს” ყოფილი თავდამსხმელის, უფროსი ლადო ახალაიას შვილია.
როგორც ცნობილია, ლადო 7 წლამდე საქართველოში იზრდებოდა. მისი ბაბუა ცნობილი მოლდოველი ფეხბურთელი და მწვრთნელი ალექსანდრე სპირიდონია.
მოლდოვის ნაკრები 3 ივნისს თურქეთს დაუპირისპირდება, სამი დღის შემდეგ კი აზერბაიჯანის წინააღმდეგ ითამაშებს.