ლადო ბურდული: “სამწუხაროა, რომ ასეთი ინციდენტი ჩვენს კლუბში მოხდა”
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბოლნისის “სიონის” სპორტულ დირექტორ ზვიად სტურუასა და აღმასრულებელ დირექტორ, ნუგზარ ლომთაძეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ვითარების გასარკვევად კლუბის მთავარ მწვრთნელსა და გენერალურ დირექტორს ლადო ბურდულს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა.
“უსიამოვნო ფაქტები ოჯახებშიც ხდება, ამისგან დაზღვეულია არავინაა. სამწუხაროა, რომ ასეთი ინციდენტი ჩვენს კლუბშიც მოხდა. აღმასრულებელმა დირექტორმა ნუგზარ ლომთაძემ ამ ფაქტის შედმეგ განცხადება დაწერა და გუნდი დატოვა.
მომხდარს განხილვა სჭირდება. პირველი ეტაპის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა. შემდეგ კი დავსხდებით, დავილაპარაკებთ და შესაბამის ზომებსაც მივიღებთ. სამწუხაროდ, კონფლიქტის მომენტს არ შევსწრებივარ, ამიტომ დაპირისპირების გამომწვევ მიზეზზე საუბარი მიჭირს”.
“სიონის” მთავარმა მწვრთნელმა ჩვენთან გუნდის ამჟამინდელ მდგოამრეობაზე და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა: “სეზონის სტარტზე ჩავარდნა გვქონდა. ევროპის ლიგას ნაადრევად დავემშვიდობეთ, რის შემდეგაც თვეზე მეტი დავისვენეთ. ამ პერიოდში შეკრება ვერ გავიარეთ, რაც შედეგებზეც აისახა. ანალოგიური მდოგმარეობა შარშანაც გვქოდა, თუმცა ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი ნაყოფიერად გამოვიყენეთ და მეორე ეტაპზე კარგი შედეგიც ვაჩვენეთ.
გუნდში ცვლილებები აუცილებლად იქნება. რამდენიმე მოთამაშე დაგვტოვებს და მათ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ჩავანაცვლებთ. გასული სეზონის მსგავსად “სიონი” კვალვ ევროსაგზურისთვის იბრძოლებს.”
უმაღლეს ლიგაში მომდევნო შეხვედრას ბოლნისის “სიონი” 21 ნოემბერს, ქობულეთში, ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს.