ლადო დვალიშვილი: “მამუკა ჯუღელი ჩემი ძველი მეგობარია, ამ შანსს ვერ გავუშვებდით”
ბათუმის “დინამოს” სპორტულმა დირექტორმა ლადო დვალიშვილმა იტალიურ SerieaNews.com-თან ხვიჩას შესახებ ისაუბრა.
“მისი აგენტი ჩემი ძველი მეგობარია და მითხრა, რომ შანსი იყო კვარაცხელიას ბათუმში გადმოსვლის. ძალიან გამიხარდა და მაშინვე დავთანხმდი. ჩვენ მასთან 2-წლიანი კონტრაქტი გავაფორმეთ და ზაფხულში ძალიან საინტერესო რაღაცები მოხდება. ის თვითონ გადაწყვეტს სად წავიდეს. ჩვენ ფანტასტიკური შანსი გვქონდა და ამის გაშვება არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, მან “რუბინთან” კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოგვიერთდა. კვარაცხელია “რუბინში” აღარ დაბრუნდება”.
ჟურნალისტი: როგორ ფიქრობთ, წავა “ნაპოლიში”?
“ეს კითხვა მას და მის აგენტს ეკუთვნის. მე ბედნიერი ვიქნებოდი, თუ ისეთ პრესტიჟულ გუნდს შეუერთდებოდა, როგორიც “ნაპოლია”, მაგრამ მათთან ამაზე არ მილაპარაკია”.
ცოტა ხნის წინ კვარას “რუბინიდან” საბოლოო წასვლა ყაზანელთა პრესსამსახურმაც დაადასტურა.