ლადო დვალიშვილის მასტერკლასი – როგორ დაიმატა “დინამომ” განელი მცველი?
ბათუმის “დინამომ” გუშინ 28 წლის განელი მცველის, აბრაჰამ ფრიმპონგის დამატების შესახებ გამოაცხადა.
ფრიმპონგი ბოლოს საუდის არაბეთში, “ალ აინის” შემადგენლობაში ირიცხებოდა, რომელიც ქვეყნის ყველაზე წარმატებული კლუბია, მაგრამ რთული პერიოდი უდგას და მე-2 ლიგაში გავარდა.
აბრაჰამმაც კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და გავრცელებული ინფორმაციით, ბოსნიურ “ველეჟში” აპირებდა გადასვლას, სადაც ყველაფერი შეთანხმებული იყო, თუმცა საქმეში “დინამო” და ლადო დვალიშვილი ჩაერთვნენ და ფეხბურთელმაც ბათუმში გადმოსვლა გადაწყვიტა.
“დინამოსთვის” იმდენად მნიშვნელოვანი და საჭირო იყო ცენტრალური დაცვის გაძლიერება, როგორც გამოჩნდა, დვალიშვილმა განელს გაცილებით უკეთესი პირობები შესთავაზა, ევროტურნირებზე თამაშის შესაძლებლობა და 500 ათას ევროდ შეფასებული მცველი დღეს უკვე თურქულ შეკრებაზე იქნება.