ლადო დვალიშვილმა კარიერა დაასრულა და “დინამოს” სპორტული დირექტორი გახდა
ბათუმის “დინამოს” 34 წლის თავდამსხმელმა ლადო დვალიშვილმა კარიერა დაასრულა და გუნდის სპორტულ დირექტორად დაინიშნა.
დვალიშვილი ბათუმში ბოლო 2 სეზონის განმავლობაში ირჯებოდა და რამდენიმე მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა.
კარიერის განმავლობაში ლადო “საბურთალოში”, თბილისის “დინამოში”, “პოგონში”, “ოდენსეში”, “ლეგიაში”, “პოლონიაში”, “მაკაბში”, “სკონტოში” და “რუსთავში” თამაშობდა. საქართველოს ნაკრებში 34 მატჩში 5 გოლი შეაგდო.
დვალიშვილმა სპორტული დირექტორის პოსტზე ასლან ბალაძე შეცვალა.