ლადო მოხევიშვილი – 18 წლის ქართველი “ლევანტეში”
საქართველოს ფარგლებს გარეთ მრავალი ახალგაზრდა ქარველი ფეხბურთელი ცდილობს კარიერის აწყობას. ერთ-ერთი მათგანი 18 წლის ლადო მოხევიშვილია, რომელიც ესპანეთში ცხოვრობს და “ლევანტეში” თამაშობს. ახალგაზრდა ქართველმა გასული წლის ბოლოს გიორგი დევდარიანის ხელმძღვანელობით საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებშიც ითამაშა.
Fanebi.com მოხევიშვილს ესპანეთში დაუკავშირდა და რამდენიმე კითხვა დაუსვა.
– ფეხბურთის თამაში სად დაიწყე?
– თამაში ესპანეთში, კლუბ “ლეფიაში” დავიწყე.
– ესპანეთში როგორ აღმოჩნდი?
– ესპანეთში ოჯახთან ერთად გადავბარგდით. მაშინ 4 წლის ვიყავი. ფეხბურთზეც აქ შევედი.
– ამჟამად “ლევანტეში” ხარ. უკავშირებ შენს მომავალს ამ კლუბს?
– ახლა “ლევანტეში” კი ვარ, მაგრამ სამომავლოდ გადაწყვეტილი ჯერჯერობით არაფერი არ არის.
– პრიმერას თამაშებს ხშირად ესწრები?
– დიახ, “ლევანტეს” საშინაო მატჩებს არ ვაცდენ.
– ოქტომბერში 19-წლამელთა შემადგენლობაში სანკრებო დებიუტი გქონდა…
– ნაკრებში გამოძახებამ ძალიან გამახარა. მიზანი შევასრულეთ და ელიტრაუნდის საგზური მოვიპოვეთ.
– როგორ შეაფასებდი გუნდის შანსებს ამ მნიშვნელოვან ეტაპზე?
– ჩვენი შემდეგი მიზანი საუკეთესო 8 გუნდს შორის მოხვედრაა, რისთვისაც მზადება უკვე დავიწყეთ. ვფიქრობ, ნაკრებში ბევრი ნიჭიერი მოთამაშეა და წარმატების შანსიც გვაქვს.