“ლაიფციგი” — “ტოტენჰემი” (ვიდეომიმოხილვა)

თარიღი: მარტი 11, 2020

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლაიფციგსა” და “ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის განმეორებითი შეხვედრა გაიმართა, რომელიც გერმანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. ამრიგად, “ლაიფციგმა” მეტოქე ორი მატჩის ჯამში ანგარიშით 4:0 დაამარცხა და ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის საგზური მოიპოვა.  ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების მეოთხედფინალური და ნახევარფინალური რაუნდების წილისყრა 20 მარტს ჩატარდება.

ჩემპიონთა ლიგა
მერვედფინალი (II მატჩი)
“ლაიფციგი” — “ტოტენჰემი” 3:0 (2:0) (ორი მატჩის ჯამში 4:0)
გოლები: ზაბიტცერი 10′, 21′, ფორსბერგი 87′.

მსგავსი სიახლეები