ლაკაზეტი: “ჩემპიონთა ლიგა ჩემი უმთავრესი პრიორიტეტი არაა”
ალქესანდრ ლაკაზეტიმ უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ მას ლიონის “ოლიმპიკის” დატოვება და შედარებით მაღალ დონეზე თამაში სურს. მისი თქმით, იგი მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლას არ გამორიცხავდა. თუმცა, მოგეხსნეებათ, ამ კლუბს სატრანფსერო ბანი აქვს და ფეხბურთელების შეძენა მხოლოდ 2018 წლის იანვრიდან შეუძლია. ასევე, ფრანგის შეძენა “არსენალს” სურს.
დღეს ლაკაზეტიმ განაცხადა, რომ ჩეპიონთა ლიგაზე თამაში მთავარი პრიორიტეტი არაა.
“იმის გამო არ ვიტყვი რომელიმე გუნდში თამაშზე უარს, რომ ის ჩემპიონთა ლიგაზე არ ითამაშებს. მთავარი პრიორიტეტი ის იქნება, რა როლს შევასრულებ კონკრეტულად მე ახალ გუნდში. თუ კლუბში ბევრი ფეხბურთელი არ იქნება, შესაბამისად, არც სკამზე ჯდომა მომიწევს და მოედანზე ხშირად გავალ.”
“პრემიერ ლიგა საინტერესოა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე იქ მივდივარ. არ იმას ნიშნავს, რომ არ მივდივარ. ყველაფერი უახლოეს მომავალში გადაწყდება,” – განაცხადა ფრანგმა.