ლალანამ ინგლისს 95-ე წუთზე მოაგებინა (ვიდეო)
ახლახან დასრულდა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი ინგლისის ნაკრების მონაწილეობით. სემ ალარდაისის გუნდის პირველი მეტოქე იან კოზაკის სლოვაკეთის ნაკრები იყო.
“დიდმა სემმა” თამაში 4-2-3-1 სისტემით დაიწყო. ინგლისელთა ერთადერთი გამოკვეთილი თავდამსხმელი ჰარი კეინი გახლდათ, რომელიც 82-ე წუთზე დანიელ სტარიჯმა შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ უეინ რუნი კვლავ ნახევარმცველის პოზიციაზე მოგვევლინა, რამაც ბევრი ფანის უკმაყოფილება გამოიწვია.
მატჩში ერთადერთი გოლი ადამ ლალანამ, 95-ე წუთზე გაიტანა. ამ გოლში გარკვეული წვლილი მასპინძელთა მეკარეს, კოზაჩიკსაც მიუძღვის, რომელმაც იმ მომენტში სათანადოდ ვერ ითამაშა.
სლოვაკეთი: კოზაჩიკი; ჰუბოკანი, დურიცა, შკრტელი, პეკარიკი; პეჩოვსკი (გიომბერი 55′); მარკი (კუბიკი 72′), გრეგუსი, ჰამშიკი, სვენტო (კისი 78′); დურისი
მთავარი მწვრთნელი: იან კოზაკი
ინგლისი: ჯო ჰარტი; როუზი, სტოუნზი, კეჰილი, უოლკერი; დაიერი, ჰენდერსონი (დელე ალი 64′); ლალანა, რუნი, სტერლინგი (უოლკოტი 71′); კეინი (სტარიჯი 82′)
მთავარი მწვრთნელი: სემ ალარდაისი