ლამი: “გვარდიოლამ მესი მსოფლიოში საუკეთესოდ აქცია”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავმა, ფილიპ ლამმა, ლეო მესისა და პეპ გვარდიოლას კავშირზე საჯაროდ ისაუბრა.
“გვარდიოლამ გამონაკლისისთვის, განსაკუთრებული ტალანტის მქონე ლეო მესისთვის ახალი პოზიცია შექმნა. მან მესისთვის ცენტრალური თავდამხმელის პოზიციას სახე შეუცვალა. გვარდიოლამ მესი მსოფლიოში საუკეთესოდ აქცია.
გვარდიოლამ უბრალოდ იცის, რომ დიდ მატჩებში გადამწყვეტ როლს სწორედ დიდი ფეხბურთელები თამაშობენ. ინდივიდუალური ფეხბურთელების კრეატიულობა ზოგჯერ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სათამაშო სქემები.
პეპი თავის ფეხბურთელებს სრულ თავისუფლებაში ამყოფებს და 4-3-3 ან 3-5-2 ტაქტიკით არ ზღუდავს,” – აცხადებს ლამი.