ლამი: “გვარდიოლას გუნდის ამოცნობა შავ-თეთრ ტელევიზორშიც ძალიან მარტივია”
მიუნხენის “ბაიერნის” ყოფილი ვარსკვლავმა, ფილიპ ლამმა, პრესის წარმომადგენლებთან საუბრისას პეპ გვარდიოლას სათამაშო სტილის თავისებურებები გამოარჩია.
“გვარდიოლას გუნდის ამოცნობა შავ-თეთრ ტელევიზორშიც კი ძალიან მარტივია. მისი გუნდი ყოველთვის გამოირჩევა სპრინტებით, პასების სერიებით, დრიბლინგით, ბურთთან მოპყრობით და მოედანზე მოძრაობით. ყოველივე ეს დაუღალავი შრომის ნაყოფია.
2016 წელს, როდესაც პეპი მანჩესტერში გადავიდა, მან გუნდის რეკონსტრუქცია მოახდინა. მესამე ადგილის დაკავების შემდეგ მათ პრემიერ ლიგა ორჯერ მოიგეს და ერთხელ მეორე ადგილზეც გავიდნენ. დღეს ისინი ცხრილის სათავეში იმყოფებიან და მათთან ახლოს არავინაა.
პრემიერ ლიგაში კონკურენციის დონე უნიკალურია. ბოლო ათ წელიწადში ჩემპიონატი ხუთმა განსხვავებულმა კლუბმა მოიგო. პეპის კლუბი კი ერთადერთი იყო, რომელმაც ტიტულის დაცვა შეძლო,” – აცხადებს ლამი.