ლამი: “გვარდიოლას შემყურე ვხვდები, რომ მწვრთნელობა არ მინდა”
მიუნხენის “ბაიერნის” კაპიტანმა, ფილიპ ლამმა განაცხადა, რომ კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობას არ აპირებს. ფეხბურთელმა გადანცხადა, რომ გადაწყვეტილება პეპ გვარდიოლას მაგალითიდან გამომდინარე მიიღო.
“ჩვენი მწვრთნელი იდეალურის შექმნას ცდილობს და 24 საათი მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრობს, გუნდზე და შემდეგ მეტოქეზე. მე კი ცხოვრების მსგავსი რითმი არ მსურს” – განაცხადა ფეხბურთელმა.
შეგახსენებ, რომ ლამი “ბაიერნთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს. მიმდინარე ხელშეკრულება 2018 წლამდეა გათვლილი.