“ლამის ქუჩაში ვიჩხუბე, რადგან ქართველი ვარ” – გიგა ჭიკაძე მორალესთან გამარჯვების შემდეგ
გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. 11 ოქტომბერს ქართველმა მებრძოლმა დაუმარცხებელი ომარ მორალესი დამაჯერებლად დაამარცხა და UFC-ში მეოთხე მოგება ჩაიწერა.
ორთაბრძოლის შემდეგ, გიგამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ის მის წონით კატეგორიაში, საუკეთესო 15 მებრძოლს შორის ადგილს იმსახურებს.
“მე მინდა ჩემი ადგილი საუკეთესო თხუთმეტეულში. ვიცი, რომ ყველას დამარცხება შემიძლია. შემიძლია დავამარცხო ჩემპიონი, საუკეთესო ხუთეულში, ათეულში მყოფი მებრძოლები. ვგრძნობ, რომ საუკეთესო თხუთმეტეულის კაცი ვარ. სულ ახლახანს დაუმარცხებელი მებრძოლი დავამარცხე. მასთან ჩხუბი არავის სურდა. ვიცი, როგორი რთული იყო მისთვის ოპონენტის პოვნა. თუ თხუთმეტეულში არ შემიყვანთ, მაშინ, მგონია, რომ ჩემი მომდევნო მეტოქე ტოპ 15-დან იქნება.
მაშინაც კი, როცა ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსი მქონდა, ეზოში ვვარჯიშობდი. მიხარია ოქტაგონზე დაბრუნება, რადგან ეს ძალიან მომენატრა. მე კიკბოქსერი ვიყავი და ორთაბრძოლის გამართვა ყოველ თვეში მიწევდა. UFC-ში 16 მაისის შემდეგ არ მიჩხუბია და ვგრძნობდი, რომ ჩემ სხეულს რაღაც ენატრებოდა. ლამის ქუჩაში ვიჩხუბე, რადგან ქართველი ვარ”, – განაცხადა ჭიკაძემ.
"I want my spot in the top-15. I know I can beat everybody."@Giga_Chikadze is flying high after securing his fourth UFC win.#UFCFightIsland5 | #InAbuDhabi | @VisitAbuDhabi pic.twitter.com/De4D4NffWR
— UFC News (@UFCNews) October 10, 2020