ლამპარდი: “ინგლისის ნაკრებს ახალგაზრდა და შორსმჭვრეტელი მწვრთნელი სჭირდება”
ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი ფრენკ ლამპარდი თვლის, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალგაზრდა სპეციალისტი უნდა დაინიშნოს.
“გადახედეთ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელებს – მოურინიო, კლოპი, გვარდიოლა, კონტე. გუნდური სულისკვეთება მნიშვნელოვანია, მაგრამ არა მგონია, ეს ინგლისის ნაკრებს ჰქონდეს.
ბოლო 10-15 წელიწადში გუნდისთვის ახალი ტონის მიცემას არ ვცდილობდით. ახალგაზრდა და შორსმჭვრეტელ მწვრთნელს მოვძებდნიდი, რომელმაც იცის, როგორ უნდა ათამაშოს გუნდი, რომელიც გუნდში კარგ ატმოსფეროს შექმნის.
სამწუხაროდ, დღეს ასეთ მწვრთნელს ვერ ვხედავ. ხალხს შეუძლია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის გაკრიტიკება, ვინაიდან მუშაობის მეთოდები მოძველდა. ფეხბურთის ასოციაციამ ასეთი მწვრთნელი უნდა მოძებნოს და მას შანსი უნდა მისცეს, რომ რაღაც ახალი მოსინჯოს, თორემ სხვანაირად შედეგი არ გვაქვს”, – ციტირებს ლამპარდის სიტყვებს Goalo.com-ი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ინგლისის ნაკრები ისლანდიასთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.