ლამპარდი: „მანჩესტერ სიტის“ წინადადება იმდენად კარგი იყო, რომ მასზე უარს ვერ ვიტყოდი“
ფრენკ ლამპარდმა „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ „ქალაქელებმა“ მას იმდენად კარგი პირობები შესთავაზეს, რომლებზეც ის უარს ვერ იტყოდა.
„ჩელსიში“ 13 წელი ჩავატარე და ყოველთვის ამ გუნდის „ბიჭი“ ვიქნები, რადგან ამ კლუბთან უამრავი მოგონება მაკავშირებს. „ჩელსიში“ გადაწყვიტეს, რომ ჩემი წასვლის დრო დადგა. 35 წლის ასაკში ასეთ სიტუაციაში ვერც იკამათებ. თუ შენი გაშვება სურთ, მიდიხარ.
შემდგომ „მანჩესტერ სიტი“ დამიკავშირდა. უარის სათქმელად, ეს ზედმეტად კარგი ვარიანტი იყო. ასეთ ასაკში ინგლისის ჩემპიონის შემადგენლობაში თამაშით ბევრი ვერ იტრაბახებს.
„ჩელსის“ გულშემატკივრებთან ჩინებული ურთიერთბა მაქვს. ჩემმა გადაწყვეტილებამ ამაზე არ იმოქმედა. ლონდონის იმ რაიონში სახლი კვლავ მაქვს და იქ საკმაოდ ხშირადაც ვრჩები. იმედია, ამ მხვრივ, არაფერი შეიცვლება“, – განაცხადა ლამპარდმა.