ლამპარდი საკუთარ მომავალზე: “სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება”
ფრენკ ლამპარდის ხელმძღვანელობით “ჩელსიმ” მორიგი მარცხი განიცადა. “პენსიონერები” გასვლით მატჩში უშანსოდ დამარცხდნენ ბრენდან როჯერსის “ლესტერთან” (2-0).
ბრიტანულ პრესასი მატჩამდე იწერებოდნენ, რომ მარცხის შემთხვევაში რომან აბრამოვიჩი ლამპარდის დათხოვნას გეგმავდა. პრესკონფერენციაზე საუბარი ლამპარდმა სწორედ ამ თემით გახსნა.
“სიტუაცია კონტროლს აღარ ექვემდებარება. ბოლო დროს ამ თემაზე ბევრ კითხვას მისვამენ. მესმის და ვიცი, თუ როგორია კლუბის მოლოდინები.
როდესაც “ჩელსის” მწვრთნელობას დავთანხმდი, ვიცოდი, რომ რთული პერიოდები მექნებოდა. რადგანაც ეს კლუბი არ არის მზად კონკურენციისთვის. სატრანსფერო ბაზარზე ვერ გავდიდით, ახალგაზრდა ფეხბურთელები გვყავდა და არაერთი წინააღმდეგობა გვქონდა ამ გზაზე.
დღეს კი გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ვერ თამაშობენ ისე, როგორც უნდა ითამაშონ. მხოლოდ მათ შეუძლიათ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა,” – აცხადებს ლამპარდი.