ლამპარდმა ტრავმა მიიღო
„ჰამბურგთან“ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გამართულ ამხანაგურ მატჩში „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ფრენკ ლამპარდმა ტრავმა მიიღო, რომლის გამოც მოედანი ნაადრევად დატოვა. გამოცდილი შუახაზელი პირველი ტაიმის მე-20 წუთზე დაშავდა.
ცნობისთვის, ხსენებული მატჩი „ქალაქელებმა“ ანგარიშით 2:0 მოიგეს – გოლები სტეფან იოვეტიჩმა და ედინ ჯეკომ გაიტანეს.
მიმდინარე სეზონში ინგლისის პრემიერლიგაში ლამპარდმა 17 მატჩი ჩაატარა და ხუთი გოილი გაიტანა. შემდეგ მატჩს მანჩესტერელები 24 იანვარს ჩაატარებენ – ინგლისის თასის 1/16 ფინალში მათი მეტოქე „მიდლსბრო“ იქნება.