ლაპორტა: “უეფასთვის ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ”
კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, პრესასთან ევროპის სუპერლიგის პროექტზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ პოზიციის შეცვლას არ აპირებს.
“პროექტი ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ კვლავ ვცდილობთ უეფასთან დიალოგის წარმოებას. სანამ “ბარსელონას” პრეზიდენტი ვარ, უეფასთვის ტურნირის ორგანიზების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ.
უეფა ფულადი სანქციებითა და ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთით გვემუქრებოდა. დრომ კი დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ მართლები. მათ საქმე შეაჩერეს და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება მოგვცეს.
ჩვენ ეს ყველაფერი ფეხბურთის სიყვარულით გავაკეთეთ. ფეხბურთი რთულ ფაზაშია. ახალგაზრდები უფრო საინტერესო თამაშებს ანიჭებენ უპირატესობას, ფეხბურთის აუდიტორია კი მცირდება, რაც ფინანსურ კრიზისს იწვევს. ჩვენ გვინდა, რომ ფეხბურთი ყველა ასაკის ადამიანისთვის მიმზიდველი სპორტი გვხადოთ,” – აცხადებს ლაპორტა.