ლაპორტას “ბარსელონაში” გერმანელი მწვრთნელის მოყვანა სურს
“ბარსელონას” მიერ ბოლო დროს ნაჩვენები კატასტროფული შედეგების ფონზე “ბლაუგრანას” ხელმძღვანელები უკვე სერიოზულად მუშაობან რონალდ კუმანის შემცვლელის პოვნაზე.
Mundo Deportivo-ს ცნობით, ჟოან ლაპორტას სჯერა, რომ კლუბის რთული სიტუაციიდან გამოყვანა მხოლოდ გერმანელ სპეციალისტს შეუძლია. ლაპორტას განსაკუთრებით ხიბლავს გერმანელი სპეციალისტების ხედვები დეტალებისა და მოტივაციის მიმართ.
კატალონიური გამოცემის ინფორმაციით ლაპორტას ძალიან მოსწონს ტომას ტუხელის ვარიანტი, თუმცაღა მას თავის კლუბთან ხელშეკრულება 2024 წლამდე აკავშირებს იურგენ კლოპის მსგავსად.
რაც შეეხება იულიან ნაგელსმანსა და ჰანს-დიტერ ფლიკს, ორივე ამ სპეციალისტს ახალი დაწყებული აქვთ მუშაობა “ბაიერნსა” და გერმანიის ნაკრებში.
ამ მოცემულობის გათვალისწინებით “ბარსელონასთვის” ყველაზე ხელმისაწვდომ კანდიდატურად რუსული “ლოკომოტივის” თავკაცი, რალფ რანგნიკი, რჩება.