ლაპორტას პირველი კომენტარი პრეზიდენტად არჩევის შემდეგ

თარიღი: მარტი 8, 2021

“ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტამ გაიმარჯვა. კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მალევე ახალი პრეზიდენტის პირველი ინტერვიუ გამოაქვეყნა.

“მადლობა მინდა გადავუხადო კლუბის ყველა იმ წევრს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში. განსაკუთრებული მადლობა მათ, ვინც ჩვენ გვიჭრდა მხარს.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები იყო კლუბის ისტორიაში. პანდემიის ფონზე განსაკუთრებულ სირთულეებთან მოგვიწია გამკლავება. მადლობა ჩვენ ფეხბურთელებს.

ასევე მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებსს, რომლებიც მჭიდროდ არიან კლუბთან კავშირში, მაგრამ დღეს ამ ქვეყანაზე აღარ არიან. პირველ რიგში, მადლობა იოჰან კრუიფს.

რაც შეეხება მესის, ძალიან ბედნიერი ვიყავი იმის ხილვით, თუ როგორ მიიღო მონაწილეობა არჩევნებში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა თავის ვაჟთან ერთად. ეს აჩვენებს, თუ როგორ უყვარს ლეოს “ბარსელონა”.

“ბარსელონა” ეკონომიკურად ძლიერი უნდა გავხადოთ, რაც ბედნიერების საწინდარი იქნება. წინ არაერთი დიდი გამოწვევა გვაქვს. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ და ერთად გავუმკლავდებით ყველაფერს. გაუმარჯოს “ბარსელონას” და კატალონიას!” – განაცხადა ლაპორტამ.

მსგავსი სიახლეები