ლარს ბენდერი მუნდიალს გამოტოვებს
ლევერკუზენის “ბაიერის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ლარს ბენდერი ვარჯიშის დროს დაშავდა.
უცხოური პრესის ცნობით, 25 წლის ფეხბურთელს თანაგუნდელთან შეჯახების შემდეგ კუნთი დაუზიანდა. მისი სირთულე ჯერ უცნობია, თუმცა დაზუსტების შეიძლება თქმა, რომ ბენდერი მუნდიალს გამოტოვებს.
“საწყენია, როდესაც მოთამაშეს ტურნირის დაწყებამდე ვკარგავთ. ლარსი ძალიან შემეცოდა. ვიცი, რომ ის მუნდიალს დიდი იმედებით ელოდა. ბენდერი მისაბაძი მოთამაშეა” – განაცხადა გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა.