ლაშა გუჯეჯიანი: “ყველას აზრს პატივს ვცემთ და აქვე ერთ კითხვას დავსვამთ…”
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა გუჯეჯიანმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. გუჯეჯიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ტატო გრიგალაშვილის მარცხს გამოეხმაურა.
“დღევანდელი ფინალის შემდეგ, რა თქმა უნდა ბევრი აზრი იარსებებს – წავაგეთ, მსაჯის ბრალია, დაგვჩაგრეს, იყო ან არ იყო გდება და სხვა. რა თქმა უნდა ყველას აზრს პატივს ვცემთ და აქვე ერთ პათეტიურ კითხვას დავსვამთ: თქვენ თვლით, რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა გვეჭიდავა, ანუ უკეთ?! თუ კი, მაშინ იქ წავაგეთ, სადაც ეს არ ან ვერ გავაკეთეთ.
დანარჩენი შემთხვეითობის და ბევრი სხვა ჩვენზე დამოუკიდებელი მიზეზის გამო ხდება, რაც ხან ასეა და ხან ისე. დღეს იყო ასე და მოვიგეთ ვერცხლი + გამოცდილება იმის, რომ “ისე”- ს იმედზე არასოდეს ვიყოთ.
მადლობა ტატოს
მადლობა ყველა გულშემატკივარს
მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება”, – წერს გუჯეჯიანი.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა. ქართველი სპორტსმენი -81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ბელგიელ მატიას კასესთან დამარცხდა.