ლაშა კასრაძე: “ინტერში ქართველი მწვრთნელის გამო გადავედი”
“ინტერის” ახალმა მცველმა, ლაშა კასრაძემ azerisport.com-თან აზალიდან ბაქოურ კლუბში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.
– თქვენი “ინტერში” ტრანსფერი მოულოდნელი იყო.
– მე ასე არ ვთვლი. ყველამ იცოდა, რომ “ინტერი” ახალ გუნდს აკეთებდა. დამიკავშირდნენ, პირობებზე შევთანხმდით და ერთწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი.
– ბაქოურ კლუბში ფინანსური პრობლემების მიუხედავად მაინც გადახვედით…
– კლუბის ფინანსური პრობლემების შესახებ ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ეს საშიში არ არის. ამისგან პრობლემას არ ვქმნი.
– საუბრობდნენ, რომ ფინანსური პრობლემები აზალშიც იყო. წასვლის მიზეზი სწორედ ეს ხომ არ გახდა?
– პრობლემები იყო, თუმცა წასვლის მიზეზი ეს არ ყოფილა. “ინტერში” გადასვლის მთავარი ფაქტორი კლუბის ქართველი მწვრთნელი გახდა.
– “ინტერში” ქართველი ფეხბურთელებიც არიან, რაც ადაპტაციას გაგიადვილდებთ…
– რა თქმა უნდა ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემთვის ეს უპირატესობაა.
– დაცვაში თქვენთან ერთად ზურაბ ხიზანიშვილი ითამაშებს.
– ზურა ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია. მისგან ბევრს ვისწავლი.
– როგორ ფიქრობთ, რა შეუძლია “ინტერს” ევროპალიგაზე?
– ახალი გუნდი ვართ და რთული მატჩები გველის. პირველი ეტპაის დაძლევა გვსურს.
– ცნობილია, რომ “გაბალა” ურთიერთობას თბილისის “დინამოსთან” გაარკვევს. ვინ მიგაჩნიათ ფავორიტად?
– საინტერესო წყვილია. “დინამო” ძალიან კარგი გუნდია, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით.