ლაშა ნავერიანი: ესტონური ჩემპიონატი პერსპექტიულია

თარიღი: აპრილი 2, 2014

წყალტუბოს “სამგურალის” ფეხბურთელი ლაშა ნავერიანი კარიერას ესტონეთის უმაღლესი ლიგის კლუბ, “ლოკომოტივში” გააგრძელებს. ლაშას ესტონეთში დავუკავშირდით და ახალ კლუბზე გავესაუბრეთ.

 

-ესტონეთში წასვლამდე საქართველოში ასპარეზობდი. როგორი იყო შენი ქართული კარიერა?

– თბილისის “დინამოს” სკოლის აღზრდილი ვარ. “დინამოში” მოხვედრამდე ჩემი მწვრთნელები მერაბ მოსიავა და ფარვიზ ნიჟარაძე იყვნენ.  ბოლოს პირველ ლიგაში “სამგურალის” ღირსებას ვიცავდი.

– ესტონეთში როგორ აღმოჩნდი? 

– “ლოკომოტივში” სინჯები შემომთავაზეს და დავთანხმდი. სამი თამაშის შემდეგ კონტრაქტიც გავაფორმე. მინდა ავღნიშნო, რომ საკმაოდ კარგი საცხოვრებელი და სავარჯიშო პირობები შემომთავაზეს.

1601407_581525361922280_1941980402_n

– მიმდინარე სეზონში შენს ახალ გუნდს რა მიზანი აქვს?

– მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება არის. მინდა, რომ კლუბს დავეხმარო და შემდეგ უკეთეს გუნდში ვცადო ბედი.

– საქართველოს და ესტონეთის საფეხბურთო დონე რომ შევადაროთ, უპირატესობას რომელს მიანიჭებდი? 

– საქართველოს უმაღლეს ლიგაში უფრო მაღალი დონეა, თუმცა ესტონეთის პლიუსი ის არის, რომ აქედან ევროპაში ადვილია მოხვედრა. ესტონური ლიგა უფრო პერსპექტიულია.

– ახალ ქვეყანას როგორ შეეგუე? 

– პირველივე დღიდან საკამაოდ კარგად მიმიღეს. გუნდშიც ძალიან დავმეგობრდი ბიჭებტან. კლუბის ხელმძღვანელობაც საკმაოდ დიდი ყურადღებას იჩენს. აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ.

 



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“იუვემ” ნეიმარის წარმომადგენლებთან მოლაპარაკება გამართა

ესპანური “ასის” ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “პარი სენ-ჟერმენიდან” ნეიმარის გადმობირებაზე მუშაობა დაიწყო. “ბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლოკომოტივმა” ფინანსები იშოვა? გუნდს ახალი მეკარე, მცველები და მწვრთნელი ჰყავს

საფეხბურთო გუნდი “ლოკომოტივი” სეზონის დაწყების წინ სათამაშო ბიზნესის შეზღუდვის გამო ფინანსების გარეშე დარჩა და თითქმის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ინტერი” დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს

იტალიური გამოცემა “ლა გაძეტა დელო სპორტი” წერს, რომ მილანის “ინტერი” პაულო დიბალას მიმართ ინტერესს ინარჩუნებს, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გაგრადან” ლიდერები მიდიან

საფეხბურთო კლუბი “გაგრა” რამდენიმე წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა. გუნდიდან სოლომონ კვირკველია წავიდა, რომელიც, დიდი ალბათობით, რუმინულ [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლადო დვალიშვილის ჩავარდნილი ტრანსფერები – დიდი თანხები, ნული შედეგი

ბათუმის “დინამოს” სპორტული დირექტორი ლადო დვალიშვილი თავისი უცხოური კავშირებიდან გამომდინარე ლეგიონერებს იმატებს, მაგრამ ტრანსფერების უმეტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნიმ “დერბი ქაუნთის” თავკაცის პოსტი დატოვა

უეინ რუნიმ “დერბი ქაუნთის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. “ზაფხულში ყურადღებით ვაკვირდებოდი კლუბში განვითარებულ მოვლენებს. დღეს [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” 3 ფეხბურთელით გაძლიერდა

თბილისის “დინამო” ევროტურნირების წინ 3 ფეხბურთელით გაძლიერდა. გუნდს იჯარით გაშვებული გიორგი კუცია და დავით კობოური […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰალკის ფანტასტიკური გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში (ვიდეო)

35 წლის თავდამსხმელი ჰალკი ბურთს ბრაზილიაში, “ატლეტიკო მინეიროში” აგორებს და კვლავ მაგარ ფორმაშია. ამჯერად, გოლი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

შკრინიარი და “პსჟ” შეთანხმდნენ

მილანის “ინტერის” მცველი მილან შკრინიარი “პარი სენ-ჟერმენთან” პირადი კონტრაქტის ყველა პირობას დათანხმდა. ამ ინფორმაციას იტალიე...
წაკითხვა
ფეხბურთი

“გელოდებით ნაპოლიში ხვიჩა” – იტალიელი ფანები კვარაცხელიას ელიან

ხვიჩა კვარაცხელია ეროვნული ლიგის მე-2 წრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და ამის შესახებ “ნაპოლის” ფანებმაც მალევე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი წიტაიშვილი ულამაზეს შეყვარებულთან ერთად ესპანეთში ისვენებს (ფოტოები)

საქართველოს ეროვნული ნაკრების უნივერსალი ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი შვებულებას ესპანეთში შეყვარებულთან ერთად ატარებს და სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდაშვილი “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს

blanquinegres გიორგი მამარდაშვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ მეკარე “ვალენსიასთან” კონტრაქტს 2027 წლამდე გაახანგრძლივებს....
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებს რეიტინგში 20 ქულა და მცირე წინსვლა ერგო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს 10 მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ერთა ლიგის ჯგუფში 10 ქულით პირველ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმინეთში კვირკველიაზე უარს ამბობენ?

ბოლო დროს რუმინეთში მთავარი განსახილველი სატრანსფერო ამბავი სოლომონ კვირკველიას “სტიაუაში” გადასვლაა. აქტიურად იწერება, რომ მხარეები [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

სპალეტისა და გეგუჩაძის საერთო შეთანხმება

იტალიური პრესის ინფორმაციით, იტალიური “ნაპოლი” ლუჩანო სპალეტის ინიციატივით ბათუმის “დინამოს” დაუკავშირდა და მოსთხოვა, ხვიჩა კვ...
წაკითხვა