ლაშა სალუქვაძე: “ხვიჩასთვის ტოპ კლუბში გადასვლა ნაადრევია”
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის ყოფილმა მცველმა, ლაშა სალუქვაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. ვეტერანი ფეხბურთელი მიიჩნევს, რომ ხვიჩასთვის ახლა ტოპ კლუბში გადასვლა ადრეა.
“ახლა ის საქართველოში ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია, მას ყველა იცნობს. სანაკრებო მატჩების შემდეგ, მისით განსაკუთრებით დაინტერესდნენ. ვიცნობ მამამისს. თუ ის ამბობს, რომ ხვიჩა რუსეთს ტოვებს, მაშინ დიდი ალბათობით, ასეც მოხდება. თუ ხვიჩა მომდევნო ექვს თვეს ან წელიწადს ისევ “რუბინში”, სლუცკისთან გაატარებს, ეს მას ხელს არ შეუშლის.
თუ კვარაცხელია გუნდიდან წავა, იმედი მაქვს, ტოპ გუნდში გადავა. მისთვის სათამაშო დრო მნიშვნელოვანია, ამიტომ თუ ის “ბაიერნში” ან “იუვენტუსში” გადავა, რთული კონკურენცია ელის. ვისურვებდი, ხვიჩა “ლევერკუზენში”, “სევილიაში” ან ასეთი დონის გუნდში მენახა. ეს მისთვის წინგადადგმული ნაბიჯიც იქნება და ამავდროულად, ზრდის საშუალებაც ექნება. ახლა ტოპ კლუბში გადასვლა ძალიან ნაადრევიაა”, – ციტირებს სალუქვაძის სიტყვებს sport24.ru.
შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიას მიმართ ინტერესს “მილანი”, “იუვენტუსი”, “ბაიერნი”, “სევილია”, “ნაპოლი” და “ლიდს იუნაიტედი” იჩენენ.