ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა!
ლაშა ტალახაძე 2018 წლის მსოფლიოს საუკეთესო ძალოსნად დასახელდა. ქართველმა სპორტსმენმა ეს წოდება ზედიზედ მეორედ მიიღო – 2017 წლის საუკეთესო მამაკაცი ძალოსანიც სწორედ ის გახდა.
მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. გამოკითხვაში გულშემატკივრების 30000 ხმა დაფიქსირდა. ასევე, ზედიზედ მეორედ, ქალებში საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.
მამაკაცებს შორის საუკეთესოს წოდებისათვის ოთხი ძალოსანი იბრძოდა. ირანელმა სოჰრაბ მორადიმ მეორე პოზიცია დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ინდონეზიელი ეკო იული გავიდა.
აღსანიშნავია, რომ 30000-დან 17800 ხმა ლაშა ტალახაძემ მიიღო.
ჯერ-ჯერობით უცნობია, სად ჩატარდება 2018 წლის საუკეთესო ძალოსნების დაჯილდოვების ცერემონიალი. 2017 წელს ამ ღონისძიებას თბილისმა უმასპინძლა.