ლაშა ტალახაძე: “ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონი დოლარი შემომთავაზა”
ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში იმ შემოთავაზებებზე ისაუბრა, რომელიც მას სხვა ქვეყნებიდან ჰქონდა.
28 წლის ძალოსანი ამბობს, რომ მას ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონი დოლარი შესთავაზა.
“როცა სხვა ქვეყნიდან ვინმე რამეს შემომთავაზებდა, იმაზე ვფიქრობდი, თუ სხვა ქვეყნის დროშა როგორ უნდა ამეწია. როდესაც პირველად მოვიგე ოლიმპიადა (რიოში), გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ფინანსური კუთხით, ნაკლები დაფასება მქონდა. მაშინ შემოთავაზებები მივიღე. ყოველთვის უარს ვამბობდი.
ერთ-ერთმა ქვეყანამ 10 მილიონ დოლარამდე შემომთავაზა, რომ მათთან გადავსულიყავი. ეს წინადადება რიოს ოლიმპიური თამაშების მოგების შემდეგ მივიღე. ბოლო პერიოდში 5 მილიონი დოლარიც შემომთავაზეს”, – განაცხადა ტალახაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლაშა მსოფლიოსა და ევროპის 5-5 გზის ჩემპიონიცაა.