ლაშა ტალახაძის მადლობა გულშემატკივრებს

თარიღი: აპრილი 16, 2019

ქართველმა ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ, რომელმაც 13 აპრილს ბათუმში ევროპის ჩემპიონობა იზეიმა, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 25 წლის სპორტსმენმა იმ ადამიანებს, რომლებიც მას გვერდში ედგნენ და გულშემატკივრობდნენ, მადლობა გადაუხადა.

“საღამომშვიდობის ჩემო ქვეყანავ, ჩემო საქართველო!
მოგესალმები, ჩემო გულშემატკივარო.

ჩაიარა ევროპის 2019 წლის ჩემპიონატმა და დღეს, როცა უკვე გავაანალიზეთ თუ რა შეძლო ჩვენმა გუნდმა, დროა სამადლობელი სიტყვა მოგახსენოთ.

პირველ რიგში, დიდი მადლობა მთლიანად ბათუმს, ღონისძიების ორგანიზატორებს და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ყველა თანამშრომელს, ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის…

დიდ მადლობას ვუხდი ჩემს მწვრთნელებს, არა მარტო ჩემი, არამედ იმ წარმატებისთვის, რაც ძალოსნობის ეროვნულმა ნაკრებმა დადო ამ ევროპის ჩემპიონატზე.

დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავენ ჩვენს ჯანმრთელობაზე.

აუცილებლად აღსანიშნავია, ბატონი პრემიერის და მთავრობის წარმომადგენლების საოცარი გულშემატკივრობა, დიდ მადლობას მოგახსენებთ ბატონებო და ქალბატონებო.

მინდა ვთქვა, რომ ჩემი წარმატების იქით, ძალიან მოხარული ვარ ეროვნული ნაკრების კაპიტნის, 34 წლის ირაკლი თურმანიძის სასწაული ასპარეზობით. მივულოცავ ირაკლის ევროპის ვიცე ჩემპიონობას და ვთხოვ, კიდევ დიდხანს იდგეს ჩვენი ნაკრების გვერდით.

ახლა კი მთავარი.
დიდი მადლობა თქვენ ჩემო გულშემატკივარო.
მიხარია, რომ გახარებთ ჩემი ჩემპიონობა, მიხარია, რომ არ დაიზარეთ ბათუმში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსვლა, ჩემს გასამხნევებლად.
მინდა გითხრათ, რომ თითოეული აწეული კილოგრამი, თითოეული ევროპის თუ მსოფლიოს რეკორდი, გეძღვნებათ თქვენ და ჩემს საქართველოს.

დიდი მადლობა!” – ვკითხულობთ ტალახაძის პოსტში.

მსგავსი სიახლეები
სხვადასხვა

ხელბუთი. საქართველოს ჩემპიონატი: მეოთხე საგზური აჭარამ მოიპოვა

საქართველოს ჭაბუკთა ჩემპიონატზე მეორე ეტაპი დასრულდა. ნახევარფინალის ბოლო საგზური მოიპოვა აჭარამ, რომელმაც 22-12 დაამარცხა ყვარელი. […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა 2019 წლის ევროპულ თამაშებზე

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 2019 წლის ევროპული თამაშებისათვის შემადგენლობა დაასახელა. -60კგ: ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუსი მოჭიდავე: “ქართველ მოჭიდავეს რაღაც ჰქონდა წასმული”

რუსეთის ბერძნულ-რომაული ნაკრების წევრმა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა 67 კგ. წონით კატეგორიაში არტიომ სურკოვმა ქართველ მეტოქეს […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ხელბურთი. ჩემპიონთა ლიგა: ქალებმა ფინალური ოთხეული გაარკვიეს

ხელბურთის ქალთა ჩემპიონთა ლიგაში დასრულდა მეოთხედფინალური ეტაპი. ფინალურ ოთხეულში გავიდნენ უნგრეთის დიორი, საფრანგეთის მეცი, ნორვეგიის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

რუმინელი ძალოსანი, როცა ბათუმში მსოფლიო რეკორდის დამყარებას ცდილობდა (ვიდეო)

ბათუმში გამართულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე რუმინელმა ლორედანა ტომამ (64 კგ) ოქროს მედლები მოიპოვა. 23 წლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ესპანელი და თურქი კომენტატორების რეაქცია ლაშა ტალახაძის რეკორდზე (ვიდეო)

13 აპრილს, ლაშა ტალახაძე ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. ქართველმა გოლიათმა მსოფლიო რეკორდების დაამყარა. ტალახაძემ […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გიორგი ასანიძის თხოვნა ირაკლი თურმანიძეს პირდაპირ ეთერში (ვიდეო)

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ნაკრების კაპიტანს, ირაკლი თურმანიძეს ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ [&helli...
წაკითხვა
სხვადასხვა

ლაშა ტალახაძიემ ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა! (ვიდეო)

ახალი მსოფლიო რეკორდი ატაცში – 218 კილოგრამი! იხილეთ ვიდეო...
წაკითხვა
სხვადასხვა

ფრანგი ძალოსნის საშინელი ტრავმა ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე (ვიდეო)

11 აპრილს, ბათუმში მიმდინარე ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატზე, ქალებში, 76 კგ. წონით კატეგორიაში მოსპარეზე საფრანგეთის ნაკრების […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

ტაჰა აკგულის პოსტი სოციალურ ქსელში, გენო პეტრიაშვილთან გამარჯვების შემდეგ (ფოტო)

10 აპრილს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გენო პეტრიაშვილი (125 კგ) თურქ ტაჰა აკგულთან […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

გენო პეტრიაშვილი და ტაჰა აკგული დაჯილდოვების ცერემონიალზე (ვიდეო)

10 აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

პეტრიაშვილსა და ტაჰა აკგულს შორის სიტუაცია დაიძაბა – თურქის პროვოკაციული მოქმედება (

10 აპრილს, საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, გენო პეტრიაშვილმა ბუქარესტში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის […]...
წაკითხვა
სხვადასხვა

სახალისო ვიდეო: გინახავთ როგორ ხტება 180-კილოიანი კაცი აუზში? (ვიდეო)

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სახალისო ვიდეო, რომელიც ლევან საგინაშვილის მალაიზიაში გატარებულ პერიოდს, კონკრეტულად ტურნირის შემდეგ, განტვირთვის პროცესს [...
წაკითხვა