„ლაციომ“ „კალიარისთან“ მატჩში სამი ქულა მოიპოვა
იტალიის სერია A-ს მე-9 ტურის ბოლო შეხვედრა რომში შედგა, სადაც „ლაციომ“ „კალიარის“ უმასპინძლა.
აღნიშნული მატჩის წინ გუნდებს შორის სატურნირო ცხრილში სხვაობა მხოლოდ ერთ ქულას შეადგენდა. რომაელებს აქტივში 11 ქულა ჰქონდათ, შესაბამისად, სარდინიელებს – 10. თამაშის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. ყველაფერი მეორე ნახევარში შეიცვალა, რომლის პირველივე წუთებიდან მოედანზე მიროსლავ კლოზე შევიდა – „არწივთა“ გამოცდილმა თავდამხმელმა 52-ე წუთზე ანგარიშის გახსნა მოახერხა. სამ წუთში მასპინძლებმა კანდრევას მიერ გამოყენებული პენალტით სხვაობა ორამდე გაზარდეს.
შედეგად, ვლადიმირ პეტკოვიჩის შეგირდებმა 14 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე გადაინაცვლეს. რაც შეეხება „კალიარის“, ივო პულგას გუნდი 10 ქულით „ტორინოსთან“ და „უდინეზესთან“ ერთად მე-10 ადგილს იყოფს.
„ლაციო“ – „კალიარი“ 2:0
გოლები: კლოზე 52′ , კანდრევა 55 (პენ)
„ლაციო“: მარკეტი; პერეირინია, ნოვარეტი (სიანი 46′), ცანა, რადუ; ონასი, ბილია, ფელიპე ანდერსონი (კავანდა 87′); კანდრევა, პერეა, ედერსონი (კლოზე 46′)
„კალიარი“: აგაცი; პერიკო (პიზანო 44′), როსეტინი, ასტორი, მურუ; დოსენა, კომი, ნაინგოლანი; კაბრერა (კოსუ 70′), საუ (პინილია 59′), იბარბო
გაფრთხილებები: სიანი – პიზანო
შემდეგ ტურში „ლაციოს“ „მილანთან“ მოუწევს თამაში, ხოლო „კალიარი“ „ბოლონიას“ უმასპინძლებს.
ალექსანდრე მატევოსოვი