“ლაციოს” ფეხბურთელი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
რომის “ლაციოს” ახალგაზრდული გუნდის შემტევი ნახევარმცველი დანიელ გუერინი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ტრაგედია ოთხშაბათს მოხდა.
“ლა გაძეტა დელო სპორტის” ინფორმაციით, გუერინი ორ მეგობართან ერთად რომში მიემგზავრებოდა. ავტომობილი სხვა მანქანას დაეჯახა. ფეხბურთელი ადგილზევე გარდაიცვალა, მისი თანხმლები პირები კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს. მეორე ავტომობილის მძღოლიც სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს, თუმცა მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
21 მარტს ანუ გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე დანიელ გუერინის 19 წელი შეუსრულდა.
იტალიელი ფეხბურთელი “ლაციოს” აღზრდილი გახლდათ და 2016-დან 2021 წლამდე “ტორინოში”, “ფიორენტინასა” და სპალ-ში გამოდიოდა. გუერინი “ლაციოს” 2021 წლის იანვარს დაუბრუნდა და პრიმავერაში 12 მატჩში ჩატარებაც მოასწრო.