“ლაციოსთან” მატჩი შესაძლოა, “იუვენტუსის” რვა ფეხბურთელმა გამოტოვოს
სანაკრებო მოვალეობის შესრულებისას მარიო მანძუკიჩმა და ანდრე ბარძალიმ მცირე დაზიანებები მიიღეს. რაც იმას ნიშნავს, რომ “ლაციოსთან” მატჩი შესაძლოა, “იუვენტუსის” რვა ფეხბურთელმა გამოტოვოს.
ხორვატი შემტევი და იტალიელი მცველი კლაუდიო მარკიზიოს, ბენედიქტ ჰიოვედესის, მატია დე შილიოს, მარკო პიაცას, სამი ხედირასა და მირალემ პიანიჩის რიგებს შეუერთდნენ.
ასე რომ, მასიმილიანო ალეგრის, რომლის გუნდმაც გასულ ტურში დაასრულა 100-პროცენტიანი მოგებათა სერია იტალიის ჩემპიონატში, დიდი საფიქრალი გამოუჩნდა.
როგორც ცნობილი ხდება, ბარძალი და პიანიჩი დანარჩენთაგან განსხვავებით, “ბებერ ქალბატონს” “სპორტინგთან” გასამართ მატჩამდე დაუბრუნდებიან და ლიგაზე სრული დატვირთვით შეძლებენ თამაშს.