ლატვიელ და ქართველ ვეტერანთა ამხანაგური მატჩი სპორტის სასახლეში

თარიღი: მაისი 18, 2014

საქართველოში კლუბ “სოხუმის” მოწვევით მყოფმა ლატვიის ვეტერან კალათბურთელთა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ამხანაგური მატჩი გამართა. ქალაქ იელგავას გუნდი “დოკსი” ლატვიის ვეტერანთა პირველობის ჩემპიონია და საქართველოში ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად, ამავდროულად, ამხანაგური მატჩების გასამართად ჩამოვიდა.

ლატვიელებმა პირველი მატჩი გურჯაანში, 14 მაისს გამართეს, დღეს კი, სპორტის სასახლეში, სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მატჩის შემდეგ ქართველ ვეტერანებს დაუპირისპირდნენ.

შეხვედრა საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა. გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე მატჩში ქართველებმა იმარჯვეს ანგარიშით 54:50. მატჩის შემდეგ ლატვიელებმა და ქართველებმა საჩუქრები გაცვალეს. სტუმრებმა კლუბ “სოხუმის” პრეს-ატაშე, თენგიზ პაჭკორია და სუპერლიგისა და ასაკობრივი ლიგების აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი ზაბახიძე დააჯილდოვეს.

ღონისძიება სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.

იანის ბაცანსი (ლატვიელი კალათბურთელი): მინდა მადლობა გადავუხადო ქართველ კალათბურთელებს, რომლებმაც გამონახეს დრო ჩვენთან სათამაშოდ. საქართველოში ჩვენი ჩამოსვლის იდეა სლოვენიაში გაჩნდა, სადაც თენგიზ პაჭკორია გავიცანით, მასაც და ვაჟა კვარაცხელიასაც დიდ მადლობას ვეტყვით. ძალიან სასიამოვნო დღეები გავატარეთ. არაჩვეულებრივად შეგხვდნენ კახეთში, ასეთ მასპინძლობას არ მოველოდით. გურჯაანშიც გავმართეთ ამხანაგური შეხვედრა, ქართველ ვეტერანებს ნამდვილად შენარჩუნებული აქვთ ახალგაზრდობა და ხალისი და კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენთან თამაშისთვის. დღევანდელ შეხვედრას რაც შეეხება, ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. ქართველების გუნდში ბევრი ცნობილი კალათბურთელი თამაშობდა, ისინი ვარსკვლავები არიან და ღირსეულად გაიმარჯვეს.

 

პაატა გურასპაული (ვეტერანი კალათბურთელი):  ასეთი შეხვედრებით ჩვენი წარსული და საკალათბურთო  ცხოვრება თვალწინ გვიდგება. მით უმეტეს რომ ლატვიელებთან ძალიან  თბილი და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.  ჩვენი სტუმრები ცნობილი კალათბურთელები არ გახლავთ, მაგრამ ისინი არაჩვეულებრივი ადამიანები არიან და ამასთან, მათ ჰყავთ სამოყვარულო გუნდი, რომლებიც საკმაოდ კარგ და აზრიან კალათბურთს თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფრით ჩვენი მეგობრობა ჩაისახა. იმედია, ჩვენც ჩავალთ  ლატვიაში და ჩვენი ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. დღევანდელმა დღემ ძალიან ბევრი ადამიანი გააღიმა, გააბედნიერა და  სწორედ ეს არის მთავარი.  

საქართველო 54:50 ლატვია

17:20, 16:8, 10:11, 11:11

საქართველო: ორმოცაძე (11), ტურაშვილი (8), ღონღაძე (5), ჩხეიძე (2), მგალობლიშვილი ( 14), წულაია (6), ახალკაცი (8), პეტრიაშვილი, გურასპაული, ჩიხლაძე, ცაგარეიშვილი, სხიერელი, ქორქია.

ლატვია: ლოგინსი (30), შალაიევსი (9)

gbf.ge

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

თორნიკე შენგელიამ ცსკა-ში ჩატარებულ პირველ ოფიციალურ მატჩში ტრავმა მიიღო (ვიდეო)

23 სექტემბერს თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ს მაისურით პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა. მოსკოვური კლუბი VTB ლიგაში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელია: “რუსეთში ისეთივე კეთილი ადამიანები ცხოვრობენ, როგორიც საქართველოში

მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა, თორნიკე შენგელიამ ინტერვიუ მისცა News.ru-ს. ჟურნალისტმა ქართველ კალათბურთელს შეკიხვები მოსკოვურ კლუბში ტრანსფერზე, [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძე: “როცა ლებრონ ჯეიმსს დავაფარე, ცუდი რაღაც მივაძახე”

“ინდიანა პეისერსის” ცენტრმა, გოგა ბითაძემ აგვისტოში “ლოს ანჯელეს ლეიკერსის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ლებრონ ჯეიმსთან დაპ...
წაკითხვა
კალათბურთი

ვიქტორ სანიკიძე და დავით კაჭარავა ქართული ოცნების საარჩევნო სიაში მოხვდნენ

“პოლიტიკურმა გაერთიანება ქართულმა ოცნებამ” საპარლამენტო სიის პირველი ოცეული წარადგინა და მათ შორის, ორი სპორტსმენია. საქართველოს […...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძესთან შეჯახების შემდეგ, დერიკ ჯონსმა მძიმე ტრავმა მიიღო (ვიდეო)

15 აგვისტოს, NBA-ში გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” “მაიამი ჰიტს” დაუპირისპირდა და მეტოქე 109:92 დაამარცხა. შეხვედრის [&hellip...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას მწვრთნელი კორონავირუსით დაინფიცირდა

მოსკოვის საკალათბურთო კლუბ “ცსკა”-ს მთავარ მწვრთნელ დიმიტრის იტუდისს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას თავად სპეციალისტი ადასტურებს. 4...
წაკითხვა
კალათბურთი

გოგა ბითაძემ ლებრონ ჯეიმსს დაუფარა (ვიდეო)

გამთენიისას გოგა ბითაძის “ინდიანა პეისერსი” ლებრონ ჯეიმსის “ლოს ანჯელეს ლეიკერსს” დაუპირისპირდა. შეხვედრა “პეისერსისR...
წაკითხვა
კალათბურთი

როგორ მიულოცეს თანაგუნდელებმა გოგა ბითაძეს დაბადების დღე (ვიდეო)

20 ივლისს “ინდიანა პეისერსის” ქართველი კალათბურთელი, გოგა ბითაძე 21 წლის გახდა. თანაგუნდელებმა მას დაბადების დღე […]...
წაკითხვა
კალათბურთი

ანანიძე: “სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოს, შენგელია კარიერაზე ფიქრობს”

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ნახევარმცველი ჯანო ანანიძე რუსულ გამოცემა Sport24-ს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით [&hell...
წაკითხვა
კალათბურთი

თორნიკე შენგელიას განცხადება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა და მოსკოვის ცსკა-ს ახალწვეულმა თორნიკე შენგელიამ სოციალური ქსელის საშუალებით განცხადება გაავრცელა. [&helli...
წაკითხვა
კალათბურთი

ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი, ჯანო ანანიძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. ჯანომ სოციალურ ქსელში […]...
წაკითხვა
კალათბურთი

შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი, შოთა არველაძე თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი მოთამაშეების ნაწილის განცხადება (ვიდეო

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრების ნაწილმა თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერთან დაკავშირებით განცხადება […]...
წაკითხვა
კალათბურთი

რუსეთის რაგბის ფედერაცია თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

9 ივლისს თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა. ქართველმა კალათბურთელმა რუსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ბლოგი

როგორ იხსენებს თორნიკე შენგელია რუსეთ-საქართველოს ომს

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, კარიერას რუსეთის არმიის კლუბ “ცსკა”-ში გააგრძელებს. ამ ტრანსფერმა [...
წაკითხვა