ლაუდრუპი შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს
ფეხბურთის დანიელი სპეციალისტი მიქაელ ლაუდრუპი შესაძლოა, “ბარსელონაში” დაბრუნდეს.
AFP-ის თანახმად, თუ კატალონიური კლუბის საპრეზიდენტო არჩევნებში ჟოან ლაპორტა გაიმარჯვებს, ლაუდრუპს სპორტული დირექტორის პოსტზე მიიწვევენ. შეგახსენებთ, რომ დანიელი ფეხბურთელის რანგში “ბარსელონას” ღირსებას 1989-დან 1994 წლამდე იცავდა.
მიქაელ ლაუდრუპმა რამდენიმე დღის წინათ დატოვა ყატარის “ლეხვიას” მთავარი მწვრთნელის პოსტი.
ესპანურ პრესაში იმასაც წერენ, რომ შესაძლოა, ლაუდრუპმა დანიის ნაკრები ჩაიბაროს.