ლაურენტისი კვარაცხელიას 100 მილიონ ევროდ აფასებს
Gazzeta, Calciomerato და სხვა ავტორიტეტული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ ხვიჩა კვარაცხელიათი “მანჩესტერ სიტი”, “პსჟ”, “რეალი” და სხვა გრანდები არიან დაინტერესებული.
“ნაპოლიმ” კვარა 10 მილიონად იყიდა და ახლა ყველასთვის საინტერესოა, რამდენზე დათანხმდება პრეზიდენდი აურელიო დე ლაურენტისი, რომელიც იტალიაში ერთ-ერთ ყველაზე გიჟ და ქარიზმატულ ფიგურად არის მიჩნეული.
“ნაპოლის” მთავარი ფან-გვერდი Areanapoli თავის წყაროზე დაყრდნობით ლაურენტისის გეგმებზე წერს. როგორც ჩანს, ჯერ კვარას გაყიდვა ნამდვილად არ იგეგმება, სურთ მასთან ახალი კონტრაქტი გაფორმდეს გაუმჯობესებული ანაზღაურებით და გამოსასყიდი თანხა ჩაიწეროს.
ხოლო, პრეზიდენტი მას უკვე 100 მილიონ ევროდ აფასებს. ლაურენტისისთვის ქართველი 100 მილიონი ღირს.
ასეთ თანხის გადახდას კი მხოლოდ “სიტი”, “პსჟ”, “რეალი”, “ბარსელონა” და რამდენიმე გრანდი შეძლებს.