ლავეცი იტალიაში?

თარიღი: ნოემბერი 25, 2015

არგენტინელი ფეხბურთელი კვლავ იტალიის მოქმედ ჩემპიონთა ინტერესების სფეროშია.

როგორც იტალიური გამოცემა Corriere dello Sport იტყობინება, ეზეკიელ ლავეცი, შესაძლოა, იტალიის ჩემპიონატში დაბრუნდეს, მაგრამ არა “ნაპოლის”, არამედ ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში.

წყაროზე დაყრდნობით, 30 წლის არგენტინელი “ბებერი ქალბატონის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს და მოსალოდნელია, რომ ტრანსფერი უახლოეს იანვარში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ჭორების თანახმად, ლავეცის შეძენით ასევე “ბარსელონაა” დაინტერესებული.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ლავეცის ანგარიშზე “პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებული 15 მატჩი და ორი გატანილი ბურთია.

მსგავსი სიახლეები