ლავეცი კარიერას “ბარსელონაში” გააგრძელებს?
არგენტინელი ფეხბურთელი კატალონიური გრანდის ინტერესთა სფეროშია.
როგორც Sport.es იტყობინება, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, შესაძლოა, ეზეკიელ ლავეცი “ბარსელონას” შემადგენლობას შეუერთდეს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იმის გამო, რომ არგენტინელის მიმდინარე კონტრაქტი “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან მომავალი წლის ზაფხულში იწურება, კატალონიელები მას იანვარში საკმაოდ იაფად, დაახლოებით ხუთ მილიონ ევროდ შეიძენენ.
მოსალოდნელია, რომ ლავეცი “ბლაუგრანასთან” ორწლინახევრიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ამ ვადის სრულად ამოწურვის შემთხვევაში, არგენტინელი საერთო ჯამში ხუთ მილიონს გამოიმუშავებს.
წყარო ასევე იუწყება, რომ ტრანსფერის ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია, თუმცა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე სხვა ალტერნატივის ძებნას მაინც განაგრძობს.