ლავეცი კარიერას იტალიაში გააგრძელებს?
არაა გამორიცხული, არგენტინელი ფეხბურთელი სერია ა-ში დაბრუნდეს, ოღონდ არა “ნაპოლის” შემადგენლობაში.
როგორც გამოცემა Сorriere dello Sport იტყობინება, შესაძლოა, უახლოესი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში, ეზეკიელ ლავეცი ტურინის “იუვენტუსში” გადაბარგდეს.
აღსანიშნავია, რომ არგენტინელი შემტევის მიმდინარე კონტრაქტი “პარი სენ ჟერმენის” ხელმძღვანელობასთან მომავალ ზაფხულს იწურება. თავად ფეხბურთელმა კი არაერთხელ განმარტა, რომ მიმდინარე სეზონი საფრანგეთის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში მისთვის ბოლო იქნება.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მიმდინარე სეზონში ლავეცის ანგარიშზე ლორან ბლანის გუნდში ჩატარებული 15 მატჩი და ორი გატანილი ბურთია.