ლებრონ ჯეიმსი: “კარანტინში ყოფნისას ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა”
კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კარანტინის თავისებურებებსა და ცხოვრების ახალ სტილზე პრესასთან ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის “მეფედ” შერაცხულმა ლებრონ ჯეიმსმა ისაუბრა.
“ყველა მეკითხება, თუ როგორია ასეთი ცხოვრება, მე კი ვპასუხობ, რომ ეს უბრალოდ 2020 წელია. 2020 წელს ყველაფერი არანორმალურია. ისიც არავინ იცის, დავუბრუნდებით თუ არა ოდესმე ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
კოვიდ-პანდემიისა და კარანტინში ყოფნის პერიოდში ყველაზე მეტად დედა მენატრებოდა. აქამდე ამდენი ხნით მას არასოდეს დავშორებივარ. ის “ოლ-სტარზის” შემდეგ არ მინახავს. ჩემთვის ეს ძალიან რთულია,” – აცხადებს ჯეიმსი.
"My mother. It’s the first time in my life that I went that long without seeing my mom"
Bron on what he missed most during quarantine
(via @BenGolliver)pic.twitter.com/LY88Qj82tT
— Bleacher Report (@BleacherReport) July 21, 2020