ლებრონ ჯეიმსი: „სათამაშო დროის შემცირებაზე თანახმა ვიქნები“
„კლივლენდ კავალეირსის“ ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა განაცხადა, რომ რეგულარული ჩემპიონატის მატჩებში თავისი სათამაშო დროის შემცირებაზე უარს არ იტყოდა.
მიმდინარე სეზონში ცხრა მატჩის შემდეგ, მოედანზე გატარებული წუთების მიხედვით, ჯეიმსი მესამე ადგილს იკავებს (39,1 წუთი).
„სათამაშო დროის შემცირება? მე წინააღმდეგი არ ვარ. ვფიქრობ, ამით სათადარიგოთა სკამზე მსხდომ ბიჭებს მეტი შანსი მიეცემათ. კაირი ირვინგთან და კევინ ლავთან ერთად ჩვენს შედეგებს ვუყურებთ, შევდივართ იმ ხუთეულში, რომელიც ამ სეზონში მოედანზე ყველაზე მეტ დროს ატარებს.
მთლიანი რეგულარული ჩემპიონატის განმავლობაში ასე თამაშს არც მე ვისურვებდი. სათქმელია, რომ სათამაშო დროის მკვეთრად შემცირება ადვილი არაა, როდესაც შეთამაშებასა და რითმის პოვნას ვცდილობთ. ახლა, თითქმის, ამისთვის სათანადო დრო არ არის, მაგრამ სიტუაციას სწორად უნდა მივუდგეთ. ჩემი აზრით, ეს სწორი გადაწყვეტილება იქნებოდა“, – იციტირებს ლებრონს ESPN-ი.