ლებრონ ჯეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა

თარიღი: მარტი 21, 2020

“ლოს ანჯელეს ლეიკერსის” კალათბურთელმა ლებრონ ჩეიმსმა ფავორიტი ფეხბურთელები დაასახელა.

NBA-ს ვარსკვლავმა სოციალური ქსელის, Instagram-ის საშუალებით გულშემატკივრების შეკითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი შეკითხვა ფეხბურთელებს შეეხებოდა. ცხადია, ჯეიმსს არ გამორჩენია “ლივერპული”, რომლის აქციათა მცირე ნაწილს ფლობს.

“ფავორიტი ფეხბურთელი? პირველ რიგში, “ლივერპულის” ყველა მოთამაშე. გულით ვამბობ, “ლივერპულის” ყველა მოთამაშე. ასევე, მბაპე, ნეიმარი, კრიშტიანო რონალდუ – ისინი ლეგენდები არიან. მიყვარს რონალდუ, ნეიმარი, მბაპე. და, რა თქმა უნდა, მესი – ლეგენდა. ზლატანი? ის ნამდვილი გიჟია, ისიც კარგი ფეხბურთელია”, – თქვა ლებრონმა.



მსგავსი სიახლეები