ლეგენდარული როჟერიო სენი გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს

თარიღი: ნოემბერი 12, 2015

ბრაზილიური „სან-პაულუს“ ლეგენდარული კარის დარაჯი როჟერიო სენი სულ მალე გამოსამშვიდობებელ მატჩს ჩაატარებს, რომელიც 11 დეკემებრს შედგება.

მატჩში მონაწილეობას 1992 და 1993 წლებში საკლუბო მუნდიალის გამარჯვებულთა და 2005 წლის ვეტერანებით დაკომპლექტებული გუნდები შეხვდებიან. თავდაპირელად „ლივერპულის“ 2005 წლის გუნდთან მატჩი იგეგმებოდა, თუმცა მერსესაიდული კლუბის ფეხბურთელები, საბოლოოდ, ვერ მოგროვდნენ.

როჟერიო სენის კარიერაში არაერთი მსოფლიო რეკორდი აქვს დამყარებული.



მსგავსი სიახლეები