ლეგიონი: არაბიძის საგოლე გადაცემა და გოლი ”ვოლინთან”

თარიღი: სექტემბერი 24, 2016

გუშინ 23 სექტემბერს, უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის მე-9 ტურის მატჩი გიორგი არაბიძის ”შახტარსა” და ”ვოლინს” შორის გაიმართა. შეხვედრა ჩვენებურის გუნდის გამარჯვებით, 6:0 დასრულდა.

რაც შეეხება ქართველ ფეხბურთელს, ის ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მეტიც, არაბიძემ ჯერ თანაგუნდელს გაატანინა, შემდეგ კი თავადაც შეაგდო.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ უკრაინის 21-წლამდელთა ჩემპიონატის 9 ტურის შემდეგ ”შახტარს” 22 ქულა აქვს და მე-2 პოზიციაზეა.



მსგავსი სიახლეები