ლეგიონი: დვალის მარცხი ”რუხთან”

თარიღი: სექტემბერი 13, 2016

გუშინ 12 სექტემბერს, პოლონეთის ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩი ლაშა დვალის ”შლიონსკსა” და ”რუხს” შორის გაიმართა. შეხვედრა ჩვენებურის გუნდის მარცხით, 1:2 დასრულდა.

ქართველმა მცველმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და შეუცვლელად ჩაატარა. აქვე გეტყვით, რომ ლაშამ 87-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო.

ცნობისთვის, ”შლიონსკი” პოლონეთის ჩემპიონატის 8 ტურის შემდეგ მოპოვებული 10 ქულით მე-10 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები