ლეგიონი გუშინ: ”კრილია სოვეტოვი” ”გენტთან” დამარცხდა, ლორიამ შეუცვლელად ითამაშა
22 ივლისს, ”კრილია სოვეტოვმა” მორიგი ამხანაგური მატჩი ბელგიურ ”გენტის” წინააღმდეგ გამართა და 1:2 დამარცხდა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ”გენტთან” შეხვედრა ”კრილიასთვის” რუსეთის ჩემპიონატის დაწყებამდე ბოლოსწინა იყო.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარემ გიორგი ლორიამ აღნიშნულ შეხვედრაში შეუცვლელად ითაშა. სასიხარულოა, რომ ჩვენებურს რუსული კლუბის ამხანაგურ მატჩებში თავის გამოჩენის შანსი ხშირად ეძლევა.