ლეგიონი: ირაკლი სირბილაძემ ”იაროსთან” შეუცვლელად ითამაშა
23 ივლისს, ფინეთის იკონენის ჩემპიონატის მე-15 ტურში ირაკლი სირბილაძის ”კპვ” ”იაროს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, რითაც გუნდმა ხუთმატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა.
33 წლის ქართველმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. აღსანიშნავია, რომ ჩვენებურს იკონენის ჩემპიონატში ხუთი გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში მე-9 პოზიციას იკავებს.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ირაკლის გუნდი 10-გუნდიან ჩემპიონატში 23 ქულით მე-4 ადგილზეა და პირველადგილოსანს მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩება.