ლეგიონი: კობახიძემ ”ჩერნომორეცთან” კარგად ითამაშა
გუშინ უკრაინის ჩემპიონატმა სტარტი აიღო. უკრაინული პრემიერ ლიგის პირველ ტურში სანდრო კობახიძის ”ვორსკლა” ”ჩერნომორეცს” დაუპირისპირდა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.
”ვორსკლას” ქართველმა ლეგიონერმა შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. უკრაინული კლუბის ვებგვერდის თანახმად, ჩვენებური ”ჩერნომორეცის” წინააღმდეგ შესანიშნავად გაირჯა.
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ”ვორსკლა” შემდეგ მატჩს 30 ივლისს, ”ალექსანდრიას” წინააღმდეგ გამართავს.