ლეგიონი: უკრაინის თასზე მხოლოდ კანკავა დარჩა
გუშნ, უკრაინის თასის გათამაშების ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ. საუკეთესო ოთხეულშ მოხვედრის შანსი 3 “ქართულ” გუნდს ჰქონდა, თუმცა შემდეგი ეტაპის საგზური მხოლოდ ჯაბა კანაკვას “დნიპრომ” მოიპოვა.
დნეპროპეტროვსკელებმა ოდესის “ჩერნომორეცს” მეორე მატჩიც მოუგეს და საერთო ანგარიშით, 5:0 ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს. დიდი ანგარიშით მოგებული პირველი შეხვედრის შემდეგ “დნიპრომ” გუშინ გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა და რამდენიმე ლიდერს დასვენების საშუალება მიეცა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავაც. ოდესელთა სასტარტოშ კი მათი ახალწვეული, გიორი გადრანი გახლდათ, რომელიც მწვრთნელმა მე-12 წუთზე შეცვალა.
ნახევარფინალში გასვლა ვერ შეძლო ლუგანსკის “ზორიამ”, რომელიც კიევში, ადგილობრივ “დინამოს” ესტუმრა და 2:0 დამარცხდა (პირველი მატჩი 2:1 კიეველთა სასარგებლოდ). სტუმართა ქართველი შემტევი, ჯაბა ლიპარტია მოედანზე არ გამოჩენილა.